ყველის ასორტიმენტი
ათწლეულების განმავლობაში ჩვენ მიერ განხორციელებული ტექნოლოგიური ინოვაციების, სამეცნიერო კვლევებისა და მომხმარებელთა სურვილების გათვალისწინების შედეგად შეიქმნა უნიკალური ბრენდები, მდნარი ყველი Valio-ს მდნარი ყველი, Valio-ს ნაღების ყველი და ყველი Valio Oltermanni®. გაეცანით Valio-ს პროდუქტებისა და ბრენდების პორტფოლიოს.
სამი განსხვავებული გემო
გაიცანით Valio-ს მდნარი ყველის სამი სახეობა: ბუნებრივი, გაუდას ყველის და სოკოს გემოთი. ყოველი მათგანი განსაკუთრებულად გემრიელია, რაც ხელსაყრელია სხვადასხვა კერძის მომზადებისას, თქვენი გემოვნების მიხედვით. ბუნებრივი არომატის მქონე მდნარი ყველი უნივერსალურია და ნებისმიერ დროს გამოგადგებათ. მდნარი ყველი სოკოს არომატით ნაღებისებრი ტექსტურისაა და იდეალურია პასტის ან წვნიანის მომზადებისას. ხოლო ყველი გაუდას არომატით ორიგინალური გემოთი გაგაოცებთ. შემატეთ თქვენს კერძებს ჩრდილოეთ ევროპული არომატი!
Valio ყველის ფენები
ყველის ნაჭრის ყოველი ფენა ცალკეული შეფუთვაშია. ამგვარად, მდნარი ყველი მეტისმეტად მოსახერხებელია სენდვიჩების და თუნდაც ცხელი კერძების მოსამზადებლად, ასევე გამოგადგებათ სამსახურში, პიკნიკზე ან მოგზაურობაში წახემსებისას.
Valio-ს ნაღების ყველი, ხავერდოვანი ალტერნატივა
Valio-ს ნაღების ყველი გამოირჩევა ხავერდოვანი ტექსტურითა და სრულყოფილი არომატით. ხელმისაწვდომია სამი სახის არომატი: ბუნებრივი, ნივრით და მწვანე ხახვით. დაფასოებულია 180 გრამიან შეფუთვაში.
Valio-ს ნაღების ყველი მზადდება ფინური რძისგან, არ შეიცავს ლაქტოზას და კონსერვანტებს. და რა თქმა უნდა, დამზადებულია ფინეთში!
შესანიშნავი ალტერნატივა
ნაღების ყველი გაამრავალფეროვნებს ყოველდღიურ თუ სადღესასწაულო მენიუს. უგემრიელესია პურზე ან ორცხობილაზე გადასმული. იდეალურია როგორც კერძების მოსამზადებლად, ასევე ცხობისთვის. ნაღების ყველი შესანიშნავი არჩევანია დღის ნებისმიერ მონაკვეთში.
ბუნებრივი თუ არომატული
თუ გსიამოვნებთ ყველის ბუნებრივი გემო, უთუოდ მოგეწონებათ ფინური რძისგან დამზადებული Valio-ს ნაღების ყველი. იდეალურია სხვადასხვა კერძის მოსამზადებლად, ასევე პურზე წასასმელად. თუ უპირატესობას პიკანტურ გემოებს ანიჭებთ, დააგემოვნეთ ნაღების ყველი ნივრის ან მწვანე ხახვის არომატით. სამივე ყველი ულაქტოზოა, გამოირჩევა ნაღებისებრი და გლუვი ტექსტურით. რომელზე შეაჩერებთ თქვენს არჩევანს?
VALIO OLTERMANNI®
ყველაზე პოპულარული ყველი ფინეთში
Valio Oltermanni®, ყველაზე პოპულარული ყველი ფინეთში, მზადდება Valio-ს ჰააპავესის ყველის ქარხანაში, ადგილობრივ ფერმებში წარმოებული რძისგან. ყველი Valio Oltermanni® თავდაპირველად 1980 წელს შეიქმნა, კომპანიის 75 წლის იუბილეს აღსანიშნავად და Valio-ს რძის მეწარმეებისთვის პატივისცემის ნიშნად. ნაწარმმა იმდენად დიდი მოწონება დაიმსახურა, რომ 1981 წელს გადაწყდა ამ ყველის სახეობის საცალო ვაჭრობაში ჩაშვება. 40 წელზე ნაკლებ დროში Valio Oltermanni® ნაღების ყველმა მომხმარებელთა შორის უდიდესი პოპულარობა მოიპოვა.
Valio Oltermanni® იდეალურია როგორც დილის, შუადღის და საღამოს წასახემსებელი, თუმცა ამ სახეობის ყველი ასევე გვხვდება კულინარიაში. რბილი ყველი Valio Oltermanni® ანიჭებს ნაღებისებრ სირბილესა და სინაზეს სუპებს, სოუსებსა და ჭიქურს. Valio Oltermanni® ასევე უხდება სხვადასხვა სახის სალათს. ყველის დაფაზე განთავსებული ნაზი არომატის მქონე ყველი Valio Oltermanni® აბალანსებს უფრო მძაფრი ყველების პალიტრას. შესანიშნავ გემოსთან ერთად, Valio Oltermanni® (ისევე, როგორც ზოგადად ყველა სახეობის ყველი) მდიდარია კალციუმით, რომელიც ამაგრებს ძვლებსა და კბილებს.