შინაარსზე გადასვლა
ცილა

ცილის მიღება: რამდენი ცილა ესაჭიროება თქვენს ორგანიზმს ყოველდღიურად?

ჯანმრთელობისა და სიძლიერისთვის ადამიანის სხეულს ყოველდღიურად ესაჭიროება ცილა. ცილის საკმარისი მიღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფიტნესის მოყვარულთათვის, წონაში დაკლებისა და ფორმის შენარჩუნების მსურველთათვის, ხანდაზმულების, ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის. მაგრამ რამდენი ცილაა საჭირო?

რამდენი ცილაა საჭირო?

რეკომენდებულია ყოველდღიურად მიიღოთ დახარჯული ენერგიის 10%-დან 20%-მდე ცილის წყაროებიდან. ზრდასრულთათვის ეს ნიშნავს სხეულის მასის ყოველ კილოგრამზე დაახლოებით 1,1-დან 1,3 გრამამდე ცილის დღიურ მიღებას.

ცილის ოპტიმალური ოდენობა განსხვავდება თითოეული ადამიანის სხეულის, ცხოვრების წესისა და ფიზიკური აქტივობის დონის მიხედვით. ცილა ხელს უწყობს ხანდაზმულებსა და აქტიური ცხოვრების წესის მქონე ადამიანებს კუნთოვანი მასისა და ძვლების სიჯანსაღის შენარჩუნებაში. დიეტაზე მყოფებისთვის ცილა აგრეთვე მნიშვნელოვანია, ვინაიდან ის ხელს უშლის კუნთოვანი მასის დაკარგვას. ორსულებში ცილა წარმოადგენს აუცილებელი ენერგიის წყაროს ნაყოფისთვის .

ცილის მოხმარების ზუსტი გამოთვლა მარტივია ცილის კალკულატორის დახმარებით. ვინაიდან ადამიანის ორგანიზმი ზედმეტ ცილას ცხიმად გარდაქმნის, ოპტიმალური რაოდენობის ცილის მისაღებად საუკეთესო გზა გახლავთ ყოველი ჭამის დროს ცილის მცირე რაოდენობით მირთმევა.

ადამიანის ორგანიზმი ვერ ინახავს ცილებს, ამიტომ საჭიროა ცილის მიღება ყოველდღიური რაციონიდან.

ცილები აქტიური ცხოვრების წესისთვის

აქტიური ცხოვრების წესის მქონე ადამიანებისთვის ცილებით მდიდარი საკვები კუნთოვანი მასის შესაქმნელად საჭირო ელემენტების მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს. ცილა აუცილებელია როგორც დამატებითი კუნთების გასაზრდელად, ასევე არსებული კუნთოვანი მასის შესანარჩუნებლად. სპორტით დაკავებულთა დიდი ნაწილი მოიხმარს ცილოვან დანამატებს, წასახემსებელს ანდა მაღალცილოვან საკვებს, რათა დააჩქაროს ვარჯიშის შემდეგ კუნთოვანი მასის აღდგენა.

შედარებით უფრო მსუბუქი ვარჯიშით დაკავებული ადამიანებისთვის საკმარისია სხეულის მასის ყოველ კილოგრამზე 1,1-დან 1,3 გრამამდე ცილის მიღება დღეში, ხოლო სპორტსმენებსა და ფიტნესის მოყვარულებს ესაჭიროებათ მეტი რაოდენობის ცილა: 1,4-დან 1,8 გრამამდე ცილა სხეულის მასის ყოველ კილოგრამზე.


Search