შინაარსზე გადასვლა

კარაქი VALIO

Valio-ს კარაქისა და ყველის ოსტატები ქმნიან ნამდვილ შედევრებს.

1905 წლიდან Valio აწარმოებს შესანიშნავი ხარისხის კარაქსა და ყველს დროში გამოცდილი რეცეპტების წყალობით, რომლებსაც ფინელი ფერმერები საგულდაგულოდ გადასცემენ მომავალ თაობებს. მომხმარებლები სწორედ ასეთ განსაკუთრებულ ნაწარმს აფასებენ, რომელიც უცვლელ ტრადიციებზეა დაფუძნებული და მზადდება ბუნებრივი წარმოშობის ინგრედიენტებისგან. Valio-ს კარაქისა და ყველის ოსტატები ქმნიან ნამდვილი შედევრების კოლექციას, რომელიც უთუოდ დააკმაყოფილებს ჭეშმარიტი გურმანების გემოვნებას.

ჯილდოს მფლობელი კარაქი

Valio-ს უმარილო კარაქი აღიარებულია მსოფლიო ექსპერტების მიერ. Valio-ს უმარილო კარაქმა გაიმარჯვა „საუკეთესო სახეობის“ კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონატზე ყველის კონკურსში 2018 წლის 8 მარტს ვისკონსინში, აშშ. Valio-ს კარაქის გამარჯვების საიდუმლოა გამორჩეული არომატი და უცვლელი უმაღლესი ხარისხი, რომელიც უზრუნველყოფილია კარაქის გამოცდილი მწარმოებლების მიერ. Valio-ს კარაქი აგრეთვე წარმოადგენს 100 პროცენტით ნატურალურ პროდუქტს დანამატების გარეშე.

კარაქი Valio

გაიცანით უმაღლესი ხარისხის კარაქი, წარმოებული კარაქის ოსტატების მიერ 1905 წლიდან ფინეთის დასავლეთ მხარეში. კარაქი მზადდება ტრადიციული რეცეპტის მიხედვით, რომელიც მოიცავს მხოლოდ ნაღებს, რძეს და ნამდვილ ბაქტერიულ კულტურას. კარაქი Valio-ს ცხიმის პროცენტული შემცველობა 82%-ს შეადგენს. ხავერდოვანი ტექსტურის კარაქი მდიდარი გემოთი — კონსერვანტებისა და ხელოვნური ინგრედიენტების გარეშე. მოუხდება ნებისმიერ ქართულ სამზარეულოს. იდეალურია წასასმელად, შესაწვავად თუ გამოსაცხობად.

კარაქი FIN

Valio FIN 79 % უმარილო კარაქი ყოველთვის მზადდება ფინეთში წარმოებული ახალი ნაღებისგან ყოველგვარი დანამატისა ან კონსერვანტის გარეშე. ფინეთში წარმოებული რძე ითვლება მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ეკოლოგიურად სუფთა რძედ, რაც Valio FIN კარაქს უზადო გემოს სძენს. ამ პროდუქტის გამოყენება შესაძლებელია ისევე, როგორც სტანდარტული ცხიმიანობის კარაქის: პურზე წასასმელად, საკვების მოსამზადებლად ან შესაწვავად


Search