შინაარსზე გადასვლა

გამოყენების პირობები

1. ზოგადი

წინამდებარე გამოყენების პირობები ვრცელდება Valio-ს ელექტრონულ საინფორმაციო მომსახურებაზე, რომლის ვებ-საიტის მისამართია www.valio.com. მომსახურებას აწარმოებს შპს Valio, გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი FI0116297-6, Meijeritie 6, 00370 ჰელსინკი, ფინეთი; სააბონენტო საფოსტო ყუთი 10, 00039 Valio, ფინეთი (შემდგომში „მომსახურების მიმწოდებელი“) და ხელმისაწვდომია ინტერნეტში ვებ-საიტზე www.valio.com.

2. მომსახურების შინაარსი და საავტორო უფლებები

მომსახურება წარმოადგენს ინფორმაციას შპს Valio-ს შესახებ.

მოგების მიზნით ან ახალი მონაცემთა ბაზების წარმოების მიზნით სხვა ვებ-საიტიდან წინამდებარე მომსახურების ნებისმიერ ნაწილთან ბმულების შექმნა საჭიროებს ნებართვას შპს Valio-ისგან.

მომსახურების მიმწოდებლის ვებ-საიტზე წარმოდგენილი ყველა მასალა ეკუთვნის მომსახურების მიმწოდებელს. საიტზე წარმოდგენილი ბრენდები, ტექსტი, ბგერები, სურათები და ყველა სხვა შინაარსის ინფორმაცია დაცულია სავაჭრო ნიშნებით, საავტორო და სხვა არამატერიალური უფლებებით. დაუშვებელია საიტზე წარმოდგენილი მასალის ნაწილობრივი კოპირებაც კი და მისი გამოყენება ახალი გამოცემების და/ან მონაცემთა ბაზების წარმოებისთვის ან სხვა სახის კომერციული მიზნით.

მასალის ციტირებისას (ციტირების უფლება) წყაროდ უნდა იყოს მითითებული Valio-ს ელექტრონული საინფორმაციო მომსახურება, მდებარე ვებ-საიტზე www.valio.com.

3. მომხმარებლის პასუხისმგებლობა

მომხმარებელი სრულად პასუხისმგებელია მის მიერ მიყენებულ ნებისმიერ ზარალზე, რომელიც გამოწვეულია მოქმედების ან დაუდევრობის შედეგად და რომელიც ეწინააღმდეგება წინამდებარე გამოყენების პირობებს.

4. მომსახურების მიმწოდებლის პასუხისმგებლობა

მომსახურების მიმწოდებელი არ არის პასუხისმგებელი მომხმარებლისთვის ან მესამე მხარისთვის მიყენებულ ზიანზე, რომელიც გამოწვეულია ნებისმიერი ხარვეზის, დეფექტის ან ინტერპრეტაციის მეშვეობით.

მომსახურების მიმწოდებელი არ არის პასუხისმგებელი მომხმარებლის ან მესამე მხარის წინაშე მომსახურების რაიმე კონკრეტული მიზნისთვის გამოყენებასთან დაკავშირებით. მომსახურების მიმწოდებელი არ არის პასუხისმგებელი მომხმარებლის ან მესამე მხარისთვის მიყენებულ ზიანზე მომსახურების შეჩერებისა ან ტექნიკური გაუმართაობის გამო. მომსახურების მიმწოდებელი არ არის პასუხისმგებელი ნებისმიერ ზიანზე, რომელიც შესაძლოა გაჩნდეს მომსახურების ფუნქციონირებისას ან მომსახურების გაუმართაობის გამო.

5. მომსახურების შინაარსისა და ფუნქციების განვითარება

შპს Valio იტოვებს უფლებას შეცვალოს მომსახურების შინაარსი და ფუნქციები მათი განვითარების მიზნით.

6. Cookie-ფაილების პოლიტიკა

ეს ვებ-საიტი იყენებს cookie-ფაილებს. Valio არ ამუშავებს პერსონალურ მონაცემებს cookie-ფაილებში და სხვაგვარად არ აგროვებს პერსონალურ მონაცემებს მომხმარებლების შესახებ, რომლებიც სტუმრობენ ვებ-საიტს, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

7. დავები

მომსახურებით სარგებლობასთან დაკავშირებით ნებისმიერ დავას წყვეტს ჰელსინკის საოლქო სასამართლო.

Search